დღე მეცხრე
გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.დავხვეწეთ ჩვენი ნამუშევრები. მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. ლელა ბარბაქაძის პროექტი შეეხებოდა მუსიკის როლსა და მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში,სასიამოვნო მოსასმენი პროექტი იყო.
ინგა გლუნჩაძე დემოგრაფიული პრობლემების შესახებ.მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია.სამომავლოდ კარგი სოფლისთვისაც და სკოლისთვისაც.
ნინო კვირიკაშვილი "ჩემი სოფლის ღირშესანიშნავი ძეგლები" მართლაც ჭირდებათ ბავშვებს ასეთი პროექტები,რო იცოდნენ მათთვის რაც ასე ახლო და ძვირფასია.
ინგა ვეფხვაძე "ძველი დროის ქართველი მოწამეების შესახებ" კარგი პროექტია,მართლაც ყველამ უნდა იცოდეს,ვინც ქრისტესთვის ეწამა.
თამარ მაღრაძემ წარმოადგინა პროექტი ფრანგულ ენაზე,რომელმაც ახლახან დაკარგა თავისი პოპულარობა ჩვენს რაიონში,ენა რომელიც ყველანაირად ძვირფასია,იმედია ეს ენა ძველ ადგილს დაიბრუნებს.მომწონს ამ პედაგოგის წამოწყება.
თამარ ძიძიგურის პროექტი დანაგვიანებულ გარემოს შეეხებოდა,ვფიქრობ ბევრი პრობლემა ზუსტად ამ საკითხის მოუგვარებლობითაა გამოწვეული,და ეს თემა ჩვენს კვეყანაში ჩრდილშია,ვეთანხმები თამარის აზრებს ამ პროექტში.
ეკა მესხი დაცულ ტერიტორიებზე წარმოადგინა პროექტი.თუ რა არის ეკოსისტემა და რატომ უნდა ვიზრუნოთ დაცულ ტერიტორიებზე.
იზოლდა სისვიძე პროექტი როგორ ვაჯობოთ სახვას მათემთიკის ცოდნის მნისვნელობაზე მოგვითხრობდა,მის პრაქტიკულობაზე ჩვენს ცხოვრებაში.
სერთიპიკატებიც ავიღეთ და სახლში კმაყოფილები დავბრუნდით მადლობა ყველას.
ვეცდებით ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი მომავლი ს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
Sunday, August 10, 2014
Friday, August 8, 2014
Thursday, August 7, 2014
Saturday, August 2, 2014
Friday, August 1, 2014
Thursday, July 31, 2014
მეოთხე დღე
რეფლექსია მეოთხე დღე
ვისწავლეთ რა არის შეფასების რუბრიკა, რომ ეს რუბრიკები მოსწავლეებთან უნდა შევათანხმოთ, გავეცანით შეფასების 5 მიზანს, 4 განმავითარებელ და 1 განმსაზღვრელ შეფასებებს, თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო ჩემი პროექტისთვის. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად სფასების ფორმა ვიცი–მინდა ვიცოდე– ვისწავლე დავწერეთ რეფლექსია.
Saturday, July 26, 2014
დღე მესამე
დრაივზე დოკუმენტების ჩამოტვირთვა ატვირთვა,გავიგე რომ კითხვები იმისთვის არის მნიშვნელოვანი რომ მოსწავლე თუ კითხვებს პასუხობს ესე იგი პროექტის მიზანი მიღწეულია.ბლუმის ტაქსონომიით გადავამოწმეთ სტანდარტები იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარებისთვის, სტანდარტებიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები და ამოცანები და გავეცანით რჩევებს კითხვების დასაწერად და ნიმუშებს და დავწერეთ შეკითხვები.
დრაივზე დოკუმენტების ჩამოტვირთვა ატვირთვა,გავიგე რომ კითხვები იმისთვის არის მნიშვნელოვანი რომ მოსწავლე თუ კითხვებს პასუხობს ესე იგი პროექტის მიზანი მიღწეულია.ბლუმის ტაქსონომიით გადავამოწმეთ სტანდარტები იყო თუ არა მაღალი სააზროვნო უნარებისთვის, სტანდარტებიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები და ამოცანები და გავეცანით რჩევებს კითხვების დასაწერად და ნიმუშებს და დავწერეთ შეკითხვები.
Friday, July 25, 2014
პირველი დღე
საინტერესო ტრენინგი იყო,გავეცანით ინტელის სასწავლო
კურსს ზოგადად,შევქმენით საქაღალდე,შესაბამის საქაღალდეებში გავეცანით,პროექტის გეგმის
მახასიათებლების ჩეკლისტს, პორტფოლიოს ჩეკლისტს,პროექტის გეგმის შაბლონს და შევაჯამეთ.
ვფიქრობ პროექტების წარმოებაში ძალიან დამეხმარება მიღებული გამოცდილება.
მეორე დღე
გავეცანით ერთმანეთის
საპროექტო იდეებს. სტანდარტიდან მოვძებნეთ ინდიკატორები და შედეგები და ჩავშვით შაბლონში.
ვისწავლეთ ინტერნეტიდან სურათების გადმოწერა და ბუკლეტში ჩასმა. დავამზადეთ ბუკლეტი.
Subscribe to:
Posts (Atom)